საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

N 2 2-32-4-202503111234                                                                                                                                                                       

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21 -ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სარეზიდენტო პროგრამაზე „ენდოკრინოლოგია“ მისაღებად ერთნაირი ქულების მქონე ორ კანდიდატს შორის გასაუბრების შედეგად ერთ ერთის ჩარიცხვის მიზნით შეიქმნას სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გია ლობჟანიძე - პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითრების სამსახურის ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგიის კათდრის გამგე - კომისიის თავმჯდომარე

ბ) ლია შარაშენიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი -კომისიის მდივანი;

გ) მარინა კიზირია - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი- კომისიის წევრი;

დ) შოთა ჯანჯღავა - პროფესორი, სარეზიდენტო პროგრამა „ენდოკრინოლოგია“ დირექტორი- კომისიის წევრი;

ე) თამარ ზერეკიძე - ენდიკრინოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი - კომისიის წევრი;

2. კომისიამ წინამდებარე ბრძანების პირველ მუხლში მითითებული კანდიდატების გასაუბრება უზრუნველყოს 2025 წლის 11 მარტს. 2. ბრძანების ფაკულტეტის ვებგვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას.

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

მაია ბიწკინაშვილი

დეკანი

მედიცინის ფაკულტეტი